ახალი ამბები
„მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის” ფარგლებში კასპის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო პროგრამის „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის” ფარგლებში კასპის მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, „მეწარმეობის განვითარების სააგენტოს“ ბიზნესგანვითარების მრჩეველმა ირინა გიორგიძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენელმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო პროგრამაში  მოქალაქეები ჩაერთონ.

კერძოდ, ის მოქალაქები, რომლებსაც სურვილი აქვთ წამოიწყონ ბიზნესი მაღალმთიან რეგიონში. შეხვედრისას საუბარი შეეხო პროგრამის მნიშვნელობასა და მის სარგებლიანობას.

ბიზნესიდეის გაგზავნა ვებ-გვერდზე www.qartuli.ge არის შესაძლებელი და კონკუსრში გამარჯვების შემთვევაში შესაძლებელია 5000-დან 15000 ლარამდე სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების მოპოვება.

პროექტების გაგზავნა ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს 2016 წლის 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით შეუძლია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები