ახალი ამბები
გორის ძველ უბანში ქვის ურნები დაიდგა
დღეს გორის ახალგაზრდული მოძრაობის ,,დროას" წევრებმა  წერეთლის ქუჩაზე 6 ქვის ურნა განათავსეს.

ორგანიზატორების თქმით, წერეთლის ქუჩა ურნების განთავსებისთვის სპეციალურად, საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა.

მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არცერთი პატარა ურნა იდგა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მხარდაჭერით განხორციელდა.

ურნების საერთო ღირებულებამ  2 100 ლარი შეადგინა.

პროექტი ,,გორი - სუფთა და უსაფრთხო ქალაქი" 7 თვის მანძილზე ხორციელდება.

სისუფთავის დაცვის და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გორის ქუჩებში მოკვლევა ჩატარდა, შემუშავდა სარეკომენდაციო გეგმა-დოკუმენტები, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, მერია ერთი წლის მანძილზე სისუფთავის დაცვის და საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაოების დაგეგმვისას, ,,დროას" მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები