ახალი ამბები
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ხელმეორედ გადადგა
შს სამინისტროს შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსმა იაგო საურმა თანამდებობა ხელმეორედ დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრეს-სამსახურში დაგვიდასტურეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, საურმა თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და კადრების განკარგულებაშია აყვანილი.

საურმა თანამდებობა, ჯერ კიდევ, 2014 წლის ივლისში დატოვა და 2015 წლის აპრილში დაბრუნდა.

მანამდე პოლიციის უფროსად 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიცია ,,ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ დაინიშნა.

2012 წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.

დაბადებულია ხაშურში.

მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, 2013 წელს, დაკავებული მოქალაქეების ცემის (გორში, ქარელში) შემთხვევები დაფიქსირდა. ასევე ამავე პერიოდს უკავშირდება რესტორან ,,მონადირეში" ძმების ცემის ფაქტი, სადაც, მთავარ მოქმედ პირად, მისი ყოფილი ხელქვეითის, გორის პოლიციის უფროსის დავით ბუხრაძის მძღოლი ფიგურირებდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები