ახალი ამბები
რატომ გაჩნდა ,,დილას" სტადიონზე სოკოები
სპორტულ ვებ-გვერდებზე გორის ,,დილას" სტადიონზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომლის მიხედვით, მოედნის ბალახზე სოკოებია ამოსული.

საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დაუკავშირდა და სოკოების შესახებ ესაუბრა.

მოედნის მომვლელი გიორგი მაისურაძე ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია, პირიქით, ეს იმის მანიშნებელია, რომ მინდორი ჯანსაღია, ხოლო ბალახი და ნიადაგი სასუქებითაა გაჯერებული.

,,გარდა ამისა, სტადიონი გადაიტვირთული იყო და რამდენიმე დღე დავასვენეთ. ვრწყავთ დღეში ორჯერ. სოკო, საერთოდ, ნოყიერ ნიადაგზე ჩნდება. სინესტემ, მზემ და მინდვრის დასვენებამ ბაქტერიების მყისიერად გაცოცხლება გამოიწვია და სოკოების სახით გამოჩნდა. დღეს უკვე მოვლილია ბალახი და ვემზადებით სავარჯიშოდ" - ამბობს გიორგი მაისურაძე.

სტადიონის მომვლელი წლების განმავლობაში სხვადასხვა კლუბში, სწორედ, ამ მიმართულებით მუშაობდა. ის დედაქალაქის ერთერთ პრესტიჟულ კლუბის მოედანზე გაჩენილ სოკოების ამბავს იხსენებს, როდესაც ასევე დიდი ხმაური ატყდა.

,,იქ იმ დროს ბერძენი სპეციალისტები გვყავდა და აუხსნეს დირექტორს, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია და პირიქით ბალახის სიჯანსაღის მაჩვენებლია" - ამბობს გიორგი





Print

სტატიის გამოყენების პირობები