ახალი ამბები
,,ხალხის გაზეთის" რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი გარდაიცვალა
,,ხალხის გაზეთის" რედაქტორი რეზო ოქრუაშვილი გარდაიცვალა.

მის საცხოვრებელ სახლში ამ წუთებში კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ექსპერტები, ვიზუალური დათვალიერებით, გარდაცვალებას ძილის დროს ბუნებრივ სიკვდილს უკავშირებენ.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ მთელი დღის განმავლობაში ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდნენ. 

რეზო ოქრუაშვილი, ასევე, გორის სადისკუსიო კლუბის დამფუძნებელი იყო.

90-იან წლებში ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი იყო, 2000-იან წლებში დაარსა გაზეთი. სათავეში ჩაუდგა გაზეთ ,,თრიალეთს", 2005 წლიდან კი, გაზეთი ,,ხალხის გაზეთი" დააფუძნა, რომელიც მისი სიცოცხლის ბოლომდე იბეჭდებოდა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეზო ოქრუაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრეს მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები