ახალი ამბები
სამთავისში ვანო გამხიტაშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში, ჭიდაობაში ვანო გამხიტაშვილის სახელობის ტრადიციული ტურნირი გაიმართა.

საერთაშორისო ტიტულის მქონე ფალავნები ერთმანეთს სხვადასხვა სახეობის ჭიდაობაში კასპიდან, ხაშურიდან, გორიდან, მცხეთიდან, დუშეთიდან, ახმეტიდან, მანგლისიდან და თიანეთიდან შეეჯიბრნენ.

წონითი კატეგორიების მიხედვით, პირველი ადგილები კასპელმა (3 ადგილი), ხაშურელმა (1) და მანგლისელმა მოჭიდავეებმა მოიპოვეს.

შეჯიბრებას საქართველოს ორგზის ფალავანი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ოთარ ყურაშვილი მსაჯობდა.

ვანო (ივანე) გამხიტაშვილი ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე პრიზიორი და XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარებული სპორტსმენი იყო.

ის 26 წლის ასაკში ავარიაში დაიღუპა. მშობლიურ სოფელ სამთავისში აღნიშნული ტურნირი ტრადიციულად მის დაბადების დღეს ტარდება.







Print

სტატიის გამოყენების პირობები