ახალი ამბები
ფაქტ-მეტრის შეფასებით, საკრებულოს წევრმა მეტწილად სიმართლე ილაპარაკა
,,ფაქტ-მეტრი" გორის საკრებულოს წევრის დავით წეწვაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

ორგანიზაციის შეფასებით, ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ადგილობრივ ტელეკომპანია ,,თრიალეთის" ეთერის თოქ-შოუში სტუმრობის დროს,  ქალაქის მერიის წინააღმდეგ გაკეთებულ კომენტარში მეტწილად სიმართლე თქვა.

ციტატა დავით წეწვაძის განცხადებიდან:

“არასრულ ორ კვირაში შეკრებაზე წასული საფეხბურთო გუნდი 200 ათას ლარზე მეტს ხარჯავს, ცალკე 2 მლნ ლარს მერია აძლევს და ისევ დაფინანსების გაზრდაზე აქვთ პრეტენზია, მაშინ, როცა მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონებს, მოჭიდავეებს – ლადო ხინჩეგაშვილს, გენო პეტრიაშვილს და დავით ტლაშაძეს ადგილობრივი ხელისუფლებისგან არანაირი დაფინანსება არ მიუღიათ. ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზს კი, რომელიც გორში წელიწადნახევრის წინ გაიხსნა, დღემდე დირექტორი არ ჰყავს” – განაცხადა დეპუტატმა.

ფაქტ-მეტრის დასკვნა:

,,2016 წელს გორის ადგილობრივი ბიუჯეტიდან “დილას” დასაფინანსებლად 450 ათასი ლარია გამოყოფილი, 2015 წელს კი ეს თანხა 2 მლნ ლარს შეადგენდა. 2014 წელს გორში საჭიდაო დარბაზი გაიხსნა, რომელიც ოფიციალურად ა(ა)იპ გორის ცენტრალური სასპორტო სკოლის დაქვემდებარებაშია, არ აქვს დამოუკიდებელი იურიდიული პირის სტატუსი და, შესაბამისად, პირდაპირ დაფინანსებას ვერ იღებს (კომუნალური გადასახადების ხარჯების გარდა). გორელი მოჭიდავე ოლიმპიური ჩემპიონებისთვის კი ადგილობრივ თვითმმართველობას რაიმე სახის დაფინანსება გათვალისწინებული არ აქვს. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სპორტის ამ ორი სახეობისადმი ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულება განსხვავებულია. "

იხ. ვრცლად აქ:
Print

სტატიის გამოყენების პირობები