ახალი ამბები
თავდასხმა ნიცაში - ბოლო მონაცემებით დაღუპულია 84 ადამიანი
სამხრეთ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ბასტილიის აღების დღესასწაულზე თავდასხმა მოხდა.

სატვირთო ავტომობილი სანაპიროზე ხალხის მასაში მაღალი სიჩქარით შევარდა.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 84 ადამიანი.

შეჯახების შემდეგ, ავტომანქანიდან მოსახლეობას და ტურისტებს ცეცხლი გაუხსნეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ბასტილიის ციხის აღების დღე 14 ივლისს აღინიშნება. 

ბასტილია მონარქიის დასაყრდენს წარმოადგენდა და იქ პოლიტიკურ პატიმრებს ატუსაღებდნენ.

ტუსაღების უმეტესობა მაღალი არისტოკრატიული წრის წარმომადგენლები იყვნენ.

1789 წლიდან საფრანგეთის რევოლუციას ჩაეყარა საფუძველი და პირველი რესპუბლიკა ჩამოყალიბდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები