ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად 35 წლის კონსტანტინე ანანიაშვილი დაინიშნა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ანანიაშვილი  ძველი თბილისის სამმართველოდან სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით (შევსებულია 2015 წლის იანვარში) კონსტანტინე ანანიაშვილი ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

მანამდე, რაიმე ქონებრივი დეკლარაცია შევსებული არაა.

ახალი უფროსი წარმოშობით გორიდანაა.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მეუღლე გვანცა ვახტანგიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის აპარატის მრჩევლად მუშაობს.

ქონებრივ დეკლარაციაში თბილისში მდებარე 88 კვ.მ ფართობის  ბინა (პაბლო პიკასოს ქუჩაზე) და 1999 წელს გამოშვებული ლექსუსია (LEXSUS RX 300 - სახელმწიფო ნომრით ,,oo 002 cc") მითითებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები