ახალი ამბები
პირველი კადრები ქვეითთა ახალი გადასასვლელიდან
გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" ინიციატივით, მხატვარმა აკაკი მარღიშვილმა ზებრა-გადასასვლელი ჭავჭავაძის გამზირზე მოხატა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მიმდებარე ტერიტორიიდან პირველი კადრები გადაიღო.

კადრებში ზებრაზე მოსიარულე ქვეითები ჩანან. აგრეთვე  ავტომანქანები, რომელთა მძღოლები ქვეითებს არ უთმობენ.

პროექტი "გორი სუფთა და უსაფრთხო ქალაქის" ფარგლებში გაკეთდა.

სამუშაოები შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები