ახალი ამბები
გორში ქვეითთა გადასასვლელების მოხატვა გრძელდება
მეორე დღეა გორის ცენტრში ახალგაზრდული მოძრაობა ,,დროას" ინიციატივით ქვეითთა გადასასვლელებს ხატავენ.

ამჯერად, ზებრა-გადასასვლელი სტალინისა და დიმიტრი ამილახვრის ქუჩების გადაკვეთაზე გაფერადდა.

მანამდე, ფერადი გადასასვლელი გორის უნივერსიტეტის შენობასთან ჭავჭავაძის გამზირზე მოეწყო.

გორის ახალგაზრდული მოძრაობა "დროას" ინიციატივით, ზებრა გადასასვლელები მხატვარმა აკაკი მარღიშვილმა მოხატა.

პროექტი "გორი სუფთა და უსაფრთხო ქალაქის" ფარგლებში ხორციელდება.

სამუშაოები შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პირველი კადრები ქვეითთა ახალი გადასასვლელიდან
Print

სტატიის გამოყენების პირობები