ახალი ამბები
ცხრამუხას დეპუტატი ხაშურში დამოუკიდებლად იყრის კენჭს
საკრებულოს წევრი პავლე ლაცაბიძე ხაშურის მაჟორიტარობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს.

ამის შესახებ ლაცაბიძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ესაუბრა.

მისი თქმით, კონსულტაციები პაატა ბურჭულაძის პარტიასთან არ შედგა და, შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

სოფელ ცხრამუხის წარმომადგენელი ფიქრობს, რომ ამომრჩევლის წინაშე უფრო მეტად ანგარიშვალდებული იქნება.

„მე მირჩევნია საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ვიყო ანგარიშვალდებული, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკული პარტიის ლიდერთან. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი“ - გვეუბნება ლაცაბიძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები