ახალი ამბები
ერგნეთში 68-ე შეხვედრა მიმდინარეობს
ეგრნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი 68-ე შეხვდერა მიმდინარეობს.

შეხვედრას საქართველოს ხელისუფლებიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კობახიძე ესწრება.

მისი თქმით, ოფიციალური თბილისი კიდევ ერთხელ გააპროტესტებს საოკუპაციო ხაზთან აღმართულ ბანერებს, მავთულხლართებს და ამით გამოწვეულ მძიმე ვითარებას.

შეხვედრაზე ასევე უგზო უკვლოდ დაკარგულების, დაკავებებისა და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხი, განიხილება.

წინა შეხვედრიდან დღემდე რუსეთის მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, დაკავებული უკვე გათავისუფლებულია.

მიმდინარე წელს სულ 40-მდე ადამიანია დაკავებული და გათავისუფლებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები