ახალი ამბები
ხიდისთავში უკანონოდ მოჭრილი სამასალე მორები ამოიღეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში სატვირთო ავტომანქანაზე უკანონოდ მოპოვებული სამასალე მორი ამოიღეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაჩერებულ სატვირთო ავტომანქანაზე დატვირთული იყო 21 ცალი წიწვოვანი ჯიშის ხე.

,,გადამოწმებისას, ტრანსპორტირებული ხე-ტყის ნაწილი დაუფირნიშებელი აღმოჩნდა. შედგა შესაბამისი ოქმი." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები