ახალი ამბები
გამგეობა ხაშურელებს დასვენებისთვის ახალ სივრცეს სთავაზობს
,,ხაშურს კულტურული ცხოვრებისა და დასვენებისთვის ახალი სივრცე შეემატება" - ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის დაფინანსებით, ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც სკვერი მოეწყობა.

,,პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კეთილმოწყობილ, გამწვანებულ გარემოში გაატაროს დრო და დაისვენოს." - იუწყება პრეს-სამსახური. 

პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება და მისი ჯამური ღირებულება 139 990 ლარს შეადგენს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები