ახალი ამბები
ძამას ხეობაში მეათე საუკუნის ეკლესიის ეზოში სამარხები აღმოაჩინეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში მეათე საუკუნის ეკლესიას რესტავრაცია უტარდება.

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, სავარაუდოდ, მდინარე ყინწვურამ ადიდებისას ოდესღაც დაანრგია.

საქართველოს ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის სპეციალისტების ნებართვით, ჩანგრეულ ფასადს ახალი კედელი აუშენდება.

ეკლესია ღვთისმშობლის უნიკალურ ფრესკას ინახავს.

ყინწვისის ეკლესიის წინამძღვრის მამა შიოს თქმით, ღვთისმშობლის ფრესკა თავისი ზომით, უდიდესია საქართველოში. 

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ტაძრის მოხატულობა უფრო გვიანდელი, მე-12-მე-13 საუკუნეებით თარიღდება. ის ყინწვისის მთავარი ტაძრის, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მოხატულობას ჰყავს.

საკურთხევლის ცენტრალურ ნაწილში, ღვთისმშობლის გამოსახულების ქვეშ „ზიარების“ სცენაა, ხოლო იმავე რეგისტრის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ქრისტეს სასწაულთმოქმედების თითო კომპოზიციაა გამოსახული.

ჩრდილოეთისაში – „ზღვის ღელვის დაყუდება ქრისტეს მიერ“, სამხრეთისაში კი – „ქანანელი ასულის განკურნება“.

სულ ქვედა რეგისტრში მღვდელმთავრები და დიაკვნები არიან გამოსახულნი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები