ახალი ამბები
საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმოსვლა შეზღუდულია
საქართველო-რუსეთის საზღვარზე მიმოსვლა შეზღუდულია.

ლარსის გამშვებ პუნქტზე ქართველი მესაზღვრეები ავტომანქანებს, მხოლოდ, დღის საათებში უშვებენ.

ამის მიზეზი ღვარცოფებისა და ქვათაცვენის საშიშროებაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ მთავარ მაგისტრალზე წარმოიშვა.

ავტომანქანების გრძელი რიგის თაობაზე ოსურ საინფორმაციო საშუალებებით ფოტოები ვრცელდება. ქართული საგუშაგო დილის 4:30 სთ-დან საღამოს 18:30 სთ-მდე მუშაობს.

რუსეთის, სომხეთის და საქართველოს მოქალაქეები თავიანთ რიგს დილის 4:30 წუთიდან საღამოს 18:30 წუთამდე ელოდებიან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები