ახალი ამბები
კასპის მაჟორიტარად მმართველი გუნდი ირაკლი მეზურნიშვილის კანდიდატურას განიხილავს
კასპის მაჟორიტარად მმართველი გუნდი საერთაშორისო ფინანსურ ექსპერტს ირაკლი მეზურნიშვილს განიხილავს.

ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ 31 ივლისამდე, სავარაუდოდ, აზრი არ შეიცვლება.

31 ივლისს შიდა ქართლში ,,ქართული ოცნება" მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

ირაკლი მეზურნიშვილი წარმოშობით კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქიდანაა.

გასულ თვეს მეზურნიშვილმა დოკუმენტური ფილმის გადაღება დაიწყო, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან დღემდე, ქვეყანაში მოქმედი აშშ-ის ყველა ელჩი მონაწილეობს.

"აშშ-საქართველოს ურთიერთობებში თითოეულმა ელჩმა განსაკუთრებული როლი შეასრულა, ყველა მათგანს განსაკუთრებული მისია ჰქონდა. ჩემის აზრით, ფილმი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა" - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა საზოგადოებრივ ფორუმ ,,ამერიკის ნამდვილ მეგორების" წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები