არდადეგების პერიოდში გორში 3 მორიგე ე.წ. ,,საზაფხულო ბაღი“
იმუშავებს
ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობამ მათთვის მიიღო,
ვისთვისაც ბაგა-ბაღის სერვისების მიღება აგვისტოშიც აუცილებლობას
წარმოადგენს.
ტერიტორიული პრინციპით ქალაქის სხვადასხვა უბნის - ცენტრის,
კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებში მდებარე საბავშვო ბაღები
შეირჩა.
აღსაზრდელთა დროებითი რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ივლისის ბოლომდე
გაგრძელდება.
ბაგა-ბაღებში ერთთვიანი საზაფხულო არადადეგები 1-ლი აგვისტოდან 1-ელ
სექტემბრამდე გასტანს.
მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ,,საზაფხულო ბაღები“ ქალაქ გორის
მუნიციპალიტეტის მერიის ახალი პროექტია, რომელიც მომავალშიც
გაგრძელდება და ბაღების მორიგეობის პრინციპით ყოველწლიურად
განხორციელდება.
მიმდინარე წელს საზაფხულო ბაღები იმუშავებს შემდეგ მისამართებზე:
1. მე-14 ბაგა-ბაღი - მისამართი: აღმაშენებლის №82, ტელ: 0(370) 27 27
76; 555 58 20 47; დირექტორი ქეთევან გელაშვილი.
2. მე-17 ბაგა-ბაღი- მისამართი: შინდისის №8, ტელ: 0(370) 27 36 04;
599 90 91 00; დირექტორი ნესტან ნათაძე.
3. მე-4 ბაგა-ბაღი, მისამართი: ყიფიანის №52, ტელ: 0(370) 27 27 21;
551 58 48 91; დირექტორი მარინა ინაური.
სტატიის გამოყენების პირობები