ახალი ამბები
ხაშურში სექტემბრამდე სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას დაასრულებენ
ხაშურში სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სექტემბრამდე დასრულდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, მშენებლობები აქტიურად მიმდინარეობს, რაშიც მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გურასპაშვილი თავად დარწმუნდა.

გურასპაშვილმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული ობიექტები დაათვალიერა.

გარდა იმისა, რომ მიმდინარეობს მე-6, მე-5 და დაბა სურამის საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, გამგეობის ცნობით, ჯორჯაძისა და აგარის ქუჩებზე ახალი ასფალტი იგება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები