ახალი ამბები
ქარელის საავადმყოფოს ადმინისტრაციას რემონტის ვადა წლის ბოლომდე მისცეს
ქარელის საავადმყოფოს შენობა სავარაუდოდ წლის ბოლომდე გარემონტდება.

ამის თაობაზე სახელმწიფომ კერძო კომპანიას დამატებითი ვადა მისცა.

ოთხი წლის წინ ქალაქ ქარელში ახალი, 25 ადგილიანი სამედიცინო ცენტრი უნდა აშენებულიყო.

გარდა იმისა, რომ ეს ვალდებულება ვერ შესრულდა, კომპანია ,,ადითი" თანამშრომლების ხელფასებსაც ვერ ისტუმრებს.

„თავისუფალი დემოკრატების“ ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მსხალაძე ერთ კერძო შემთხვევას იხსენებს:

„შემემთხვა პრობლემა, ერთ-ერთს ამოუვარდა ფეხი და როდესაც საავადმყოფოში მივიყვანეთ, მითხრეს, რომ ტრამვატოლოგიური არ გვაქვსო. ამ პრობლემას რომ შევხვდი, იგივე საავადმყოფო დამხვდა, რაც იყოს ჩემი ბავშვობის დროს“, - განაცხადა ალექსანდრე მსხალაძემ.

,,დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი სახელმწიფოსა და საავადმყოფოს შორის, უშუალოდ ბატონ დავით სერგეენკოსთანაც მქონდა ამ მიმართულებაზე საუბარი. თუ არ ვცდები, წლის ბოლომდე აქვს ამ კომპანიას ვადა და 25 ადგილიანი საავადმყოფო უნდა ააშენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული სანქციები ემუქრება“, - განაცხადა გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები