ახალი ამბები
კასპში ახალგაზრდები მანქანით განათების ბოძს შეეჯახნენ
კასპის ცენტრალურ ქუჩაზე ორი დღის წინ ავარია მსხვერპლით დასრულდა.

ახალგაზრდები განათების ბოძს მერსედესის მარკის ავტომანქანით შეეჯახნენ.

მძღოლი გადარჩა, მის გვერდით მყოფი მგზავრი კი, დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276 - ე მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი საგზარო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მძღოლი  ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები