ახალი ამბები
ცხინვალელი ახალგაზრდები დე-ფაქტო მთავრობისგან ხელშეწყობას ითხოვენ
სატრენაჟორო დარბაზის მფლობელი ელბრუს გობოზოვი დე-ფაქტო მთავრობისგან ხელშეწყობას ითხოვს.

6 წლის განმავლობაში დარბაზს რემონტი არ ჩატარებია და, როგორც ოსური საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი, შენობა საკმაოდ ავარიულია.

ცხინვალში, ოქტომბრის ქუჩაზე მდებარე შენობაში სკოლის მოსწავლეებმა და, ზოგადად, ცხინვალელმა ახალგაზრდებმა ვარჯიში 6 წლის წინ დაიწყეს.

სატრენაჟორი დარბაზის განთავსებამდე ობიექტი ოსური მილიციის ,,ომონს" ეკუთვნოდა.

ელბრუს გობოზოვის თქმით, მათ მიზანს ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება წარმოადგენს.

ამ ხნის განმავლობაში სავარჯიშო ცენტრით 80-მდე ადამიანმა ისარგებლა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები