ახალი ამბები
ცხინვალში ქვეითთა გადასასვლელზე ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
ცხინვალში, ოქტომბრისა და კოჩიევის ქუჩების გადაკვეთაზე ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

ოსური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაშავებულია ერთი მგზავრი.

ავარია გზაჯვარედინზე, ქვეითთა გადასასვლელზე მოხდა.

ჯერ კიდევ, ერთი თქვის, დე-ფაქტო მთავრობჯს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრი ახსარ ლავოევი ამბობდა, რომ ნასვამი მძღოლების მიერ ავტომანქანების მართვის ფაქტები გახშირებულია.

ამის გამო, ცხინვალში ვიდეოკამერების მონტაჟი გადაწყვიტეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები