ახალი ამბები
პოლიციის უფროსის მოადგილის ცემის ფაქტზე დაკავებულის მხარდამჭერების აქციები გრძელდება
გორის შს სამმართველოს პოლიციის უფროსის მოადგილის მიხეილ ლომიძის ფაქტზე დაკავებული რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერების აქციები გრძელდება.

ბრალდებამ ცემის ნაცვლად წინააღმდეგობის გაწევის მუხლი წაუყენა.

დღეს მორიგი საპროტესტო მსვლელობა ქალაქის სასამართლოსთან გაიმართა. 

რამაზ ქოქოშვილის ახლობლები და მეგობრები მის გათავისუფლებას ითხოვენ.

სასამართლო დღეს 5 საათზეა ჩანიშნული.

ბრალდებული საპატიმროში დაკავების დღიდან შიმშილობს.

რამაზ ქოქოშვილის საქმეზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა ვრცელი მასალა რამდენიმე დღის წინ მოამზადა.

დეტალები იხ. აქ:

Print

სტატიის გამოყენების პირობები