ახალი ამბები
სასამართლოსთან რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერები დააკავეს
დღეს საღამოს გორის სასამართლოსთან ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ახლობლები დააკავეს.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები დაკავების სამ ფაქტს შეესწრნენ.

ლევან ქოქოშვილი (ბრალდებულის ძმა), ლევან სანთელაძე და გიორგი ახალკაცი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა სამმართველოში წაიყვანეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, ისინი სასამართლოს სხდომის დარბაზში გამოწვეული ხმაურის გამო დააკავეს.

დღეს ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ადვოკატმა იზო რაზმაძემ წინასწარი პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვა.

ამის არგუმენტად ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატის შუამდგომლობა და ქოქოშვილი პატიმრობაში დატოვა.

პარალელურად, საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების დროს ბრალდებული ცუდად გახდა, რამაც დარბაზში სიტუაციის დაძაბვა გამოიწვია.

პროკურორმა ია მეფარიშვილმა დარბაზის დასატოვებლად მოსამართლის კარები გამოიყენა.

ლევან ქოქოშვილი 2016 წლის 2 ივნისს პოლიციის წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულების ახლობლები ამტკიცებენ, რომ გამოძიება არაობიექტურად წარიმართა.

იხ. ამავე თემაზე:

რესტორანში პოლიციის უფროსის მოადგილე ლომიძე ცემეს

პოლიციის უფროსის მოადგილის ცემის ფაქტზე დაკავებულის მხარდამჭერების აქციები გრძელდება



Print

სტატიის გამოყენების პირობები