ახალი ამბები
ვალერი გელაშვილს ,,ქართული ოცნების" სახელით კენჭისყრაზე უარი უთხრეს
პარტია „ქართული ოცნებიდან“ ხაშურის მაჟორიტარად რამდენიმე კანდიდატი განიხილება,

მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ვაჟა შუბითიძე.

ვაჟა შუბითიძის თქმით, ორი წლის წინ ის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იმიტომ დათანხმდა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნებში ხაშურის მაჟორიტარობისთვის ებრძოლა.

შიდა ქართლში ,,ქართული ოცნების“ კანდიდატებს 31 ივლისს ოფიციალურად წარადგენენ.

ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატად კიდევ ორი პიროვნება - გიორგი კიკნაძე (ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელი) და მიხეილ დუგლაძე სახელდებოდა.

რაც შეეხება მოქმედ დეპუტატს, ვალერი გელაშვილს. რამდენიმე დღის წინ გელაშვილი გვეუბნებოდა, რომ მმართველი პარტიის კანდიდატი ხაშურში თავად იქნებოდა.

ვაჟა შუბითიძე აცხადებს, რომ გელაშვილს კანდიდატურაზე უარი უთხრეს.

მოქმედი დეპუტატი ამბობს, რომ 27 ივლისს ლიტვაში მიდის და 31 ივლისის წარდგენას არ დაესწრება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები