ახალი ამბები
ქვახვრელში წყლის მასშტაბური პროექტი 3 წლის დაგვიანებით დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში სასმელი წყლის მასშტაბური პროექტი სამი წლის დაგვიანებით დაიწყო.

900 000 ლარის ღირებულების სამუშაოებს კომპანია ,,არქიკულტურა" ახორციელებს.

თანხები რეგიონალური განვითარების ფონდიდან გამოიყო.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს პროექტის შესადგენად ტენდერი გამოცხადდა.

ორი წლის წინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტის ღირებულება ხელოვნურად გაბერა და ექსპერტიზამ დაიწუნა.

მომდევნო წელს, რეგიონალური განვითარების ფონდიდან თანხა კვლავ გამოიყო.

2015 წელს პრობლემები კვლავ საპროექტო ორგანიზაციამ შექმნა, რადგან ექსპერტიზის ბიურომ ახალი პროექტი დაიწუნა.

2015 წელს გამოყოფილი თანხა რეგიონალური განვითარების ფონდმა კვლავ უკან წაიღო.

მესამედ ქვახვრელის პროექტი წელს 2016 წელს გაიტანეს. ამჯერად, პროექტის ხარვეზები გაასწორეს და ტენდერი უკვე სამშენებლო სამუშაოებზე გამოაცხადეს.

ქვახვრელში წყლის სისტემა 30 წელზე მეტია მწყობრიდანაა გამოსული და ადგილობრივები ჭები აქვთ გათხრილი.

ჭები სეზონურად შრება და სასმელი წყლის მოტანა რამოდენიმე კილომეტრიდან უწევთ.

პროექტი ორი ახალი ჭაბურღილის მშენებლობას, არსებული სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაციას, 30 000 მეტრიანი ახალი მაგისტრალური მილსადენისა და შიდა ქსელის მოწყობას, ასევე მრიცხველების დამონტაჟებას ითვალისწინებს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები