ახალი ამბები
კასპის 17 სოფელში გარეგანათებებს ამონტაჟებენ
კასპის მუნიციპალიტეტის 17 სოფელში გარეგანათების სისტემებს ამონტაჟებენ.

დაახლოებით 30 უბანში სამუშაოებს კომპანია ,,ლიკანი 2000" აწამრმოებს.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოები სოფელ თელიანსა და სასირეთში უკვე დამთავრდა.

ჯამში პროექტის ღირებულება 104 775 ლარს შეადგენს და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს.

,,გარეგანათების მოწყობის სამუშაოებს მუნუიციპალიტეტის ყველა სოფელში ვგეგმავთ, შესაბამისად პროექტიც გაგრძელდება" - აცხადებს მუნიციპალიტეტი გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები