ახალი ამბები
მეწარმეებმა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს დახმარება სთხოვეს
გორში, შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის წარმომადგენლებს მეწარმეები უფლებების შელახვის ფაქტებზე ესაუბრნენ.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ.

ხაშურელმა თენგიზ ნოზაძემ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებს შესჩივლა, რომ მისი მიწის ნაკვეთიდან წინა ხელისუფლებამ უკანონოდ გააძევა.

მისი თქმით, დევნა 2006 წლიდან დაიწყო, როდესაც იჯარით აღებულ მიწაზე ჯარიმა/საურავები დააკისრეს. ეს ჯარიმა/საურავები მიწის დაუმუშავებლობის გამო დაეკისრა, რაც ჩამორთმევის საფუძველი გამხდარა.

პრობლემები აქვს საკუთარ მიწის ნაკვეთზე  თამაზ მეტრეველს. გორის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში მდებარე მის ნაკვეთში პოლიციის თანამშრომლების  ოჯახის წევრები არიან შეჭრილები.

გადასახადებს კი, თამაზ მეტრეველი იხდის.

შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა ურჩიეს, რომ უმჯობესია საქმე სასამართლოში მოგვარდეს.

რაც შეეხება “ღია კარის დღის“ ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრას, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს საგადასახადო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი საკითხების, ასევე საგადასახადო კოდექსის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

განსაკუთრებული ყურადღება მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალ წესსა და დავალიანების ჩამოწერის პირობებზე გამახვილდა.

2011 წლამდე არსებული დავალიანებები მოქალაქეებს იმ შემთხვევაში ჩამოეწერებათ, თუ მასზე რაიმე სამეწარმეო საქმიანობა მას შემდეგ შეწყვეტილია.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები