ახალი ამბები
სოფელ მეტეხის საოჯახო თონე სამ ცვლაში მუშაობს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში ქეთევან ამბროსაშვილის საცხობი სამ ცვლაში მუშაობს.

,,აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გაკეთებულმა თონემ მაქსიმალურად გაამართლა.

პურის საყიდლად რაიონის ტერიტორიაზე მდებარე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს სოფლებიდან - გარიყულადან, ჩოჩეთიდან, ხანდაკიდან, ახალქალაქიდან, ჭყოპიანდიან და ხოვლედანაც დადიან..

თონე, რომელი ხუთიათასლარიანი გრანტით დაფინანსდა, 2016 წლის 20 აპრილიდან მოქმედებს.

საცხობში 8 თანამშრომელი მუშაობს, მათგან 6 მცხობელია, 1 შეშის მჭრელი და ერთიც დისტრიბუტორი.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები