ახალი ამბები
პაატას ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი იგება
კასპში პაატას ქუჩაზე ასფალტის ახალი საფარი იგება.

გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სამუშაოებს შპს "ბლექ სი გრუპი" ახორციელებს.

პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

მისი ღირებულება კი, 923 232 ლარია.

გზაზე ეწყობა საფეხმავლოები, ბეტონის ბორდიურები, სანაგვე ურნის ჯიბეები, ეზოში შესასვლელები, რკინაბეტონის დახურული კიუეტები და ასფალტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები