ახალი ამბები
მამა-შვილმა სოფელ ზემო ჩოჩეთში ვულკანიზაციის გაფართოებისთვის დაფინანსება მიიღო
თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტოტექმომსახურების ცენტრი, რომელიც ზემო ჩოჩეთში მდებარეობს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს კასპის სოფლებს ემსახურება.

სოფელ ახალქალაქის მკვიდრმა თენგიზ ქარქუსაშვილმა, შვილთან ერთად, ამხაგანგობა ,,თეგა" ჩამოაყალიბა და ,,აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში ახალი დანადგარები შეიძინა.

მანამდე მისი ვულკანიზაცია მცირე სერვისების გაწევით შემოიფარგლებოდა.

,,თეგას" მიერ შეძენილი მანქანის ამწევისა და ვულკანიზაციისთვის საჭირო დამატებითი ტექნიკა ამ მხარის სოფლებისთვის ერთადერთია.

ზემო ჩოჩეთში მდებარე ტექმომსახურების ცენტრის მნიშვნელობას გორი-მცხეთა-თბილისის შემოვლითი გზაც ანიჭებს. ამ გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისთვის ,,თეგას" მდებარეობა ხელსაყრელია.

ამ გარემოებების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ თენგიზ ქარქუსაშვილის მცირე წარმოება 10 ათასი ლარით დაუფინანსა. დანარჩენი 20 პროცენტით კი, ავტოტექმომსახურე ცენტრის მფლობელი, საკუთარი თანხით, სამრეცხაოს აშენებს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები