ახალი ამბები
რუსი სამხედროების მიერ ნაცემი ზაქარია თაყაძე საავადმყოფოდან გაწერეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსმა მესაზღვრეებმა ადგილობრივი მკვიდრი ზაქარია თაყაძე სცემეს.

გორის საავადმყოფოდან სტაციონალური მკურნალობის შემდეგ ის დღეს საღამოს გაწერეს.

,,გორმედის" საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში გვითხრეს, რომ მოქალაქეს სახის არეში და გულმკერდის არეშე დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

როგორც გაირკვა, კირბალის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ზაქარია თაყაძე საქონელს მწყემსავდა.

მასთან რუსი სამხედროები მივიდნენ და ტერიტორიაზე ყოფნა აუკრძალეს.

თაყაძეს რუს სამხედროებთან ჩხუბი მოუვიდა.

თაყაძემ განაცხადა, რომ ორ სამხედროსთან დაპირისპირების დროს ავტომატის კონდახი გულმკერდის არეშე ჩასცხეს.

,,ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ჩაუტარდა მკურნალობა, ხოლო სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება" - გვითხრეს ექიმებმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები