ახალი ამბები
ცხინვალის „ლიახვი“ პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის ემზადება
საფეხბურთო კლუბ ,,ცხინვალის" გუნდმა განახლებული შემადგენლობით, გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე უკვე ივარჯიშა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კლუბის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, „ლიახვი“ პირველი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატისთვის ემზადება.

„ლიახვის“ მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჟვანიას განცხადებით, გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდა:

„კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დარჩა, გუნდი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. აღსანიშნავია, რომ კლუბს კვიპროსიდან დაბრუნებული რეზი ბარაბაძე შემოუერთდა.

ჩემპიონატი 17 აგვისტოს იწყება, ჩვენ ყოველდღიურად ვივარჯიშებთ, რათა სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გუნდში საბრძოლო განწყობაა, ვცდილობთ, „ლიახვი“ კონკურეტუნარიანი და ანგარიშგასაწევი გუნდი იყოს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავწინაურდეთ,“- განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები