ახალი ამბები
ფანკლუბი ,,მოგვერდი" გორელი ოლიმპიელების მხარდასაჭერად შეიქმნა
რიოს ოლიმპიადის გორელი პორტსმენების მხარდასაჭერად გორში ფანკლუბი ,,მოგვერდი“ შეიქმნა.

ამის გამო დღეს ფოტოსესია გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იმართება.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ფოტოები გადაიღოს საგანგებოდ დამზადებულ მაისურებში და თანაქალაქელი სპორტსმენების მხარდაჭერა დააფიქსიროს.

ფოტოსესია ფანკლუბ ,,მოგვერდის“ პირველი აქტივობაა.

კლუბის ორგანიზატორები მთელი ოლიმპიადის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიების გამართვას გეგმავენ.

გორელ მოჭიდავეთა ფანკლუბის შექმნა ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის ახალგაზრდულ მოძრაობა ,,დროასა“ და გორელ ფოტოგრაფთა კლუბის ერთობლივი ინიციატივაა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებისთვის 39 სპორტსმენს შორის გორის საჭიდაო სკოლებში აღზრდილი 5 მოჭიდავე - ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ბექა ღვინიაშვილი, ლადო ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი იბრძოლებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები