ახალი ამბები
აგარის სკოლაში პროფესიული განათლების დანერგვის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა
აგარის სკოლაში, პროფესიული განათლების დანერგვის მიზნით, სხვადასხვა უწყებებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მემორანდუმს ხელი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შპს ,,აგარის შაქრის კომპანიის", საჯარო სკოლის წარმომადგენლებმა და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოაწერეს.

პროფესიულ სასწავლებელში მომზადება-გადამზადების კურსებს ელექტრიკოსის, ზეინკალ-სანტექნიკოსისა და შემდუღებლის პროფესიებში გაივლიან, როგორც მე-10-12 კლასის მოსწავლეები, ასევე ნებისმიერი სრულწლოვანი მსურველი.

კურსები პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ან ახალი პროფესიის შეძენა ითვალისწინებს.

პროექტისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყო 90 000 ლარი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები