ახალი ამბები
თამაზ მეჭიაურმა დუმის დეპუტატს გამყოფი ხაზის სოფლები დაათვალიერებინა
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა დუმის დეპუტატს იგორ მოროზოვს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლები დაათვალიერებინა.

რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მეჭიაურმა დუმის დეპუტატი, მოსკოვში ვიზიტის დროს, დაპატიჟა.

სტუმრები და მასპინძლები გუშინ მეჯვრისხევსა და ჯარიაშენს ესტუმრნენ.

საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, დიპლომატიური ურთიერთიერთობები ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

,,მე ვთხოვე, (სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს) მოვიდეს და გაეცნოს კონფლიქტის ზონაში მოსახლეობას, შეხვედეს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. პარლამენტარები შედარებით თავისუფალი ადამიანები არიან, მათ პოლიტიკურ განცხადებებს მიმდინარე პროცესებზე დადებითი გავლენის მოხდენა შეუძლია", - განაცხადა მეჭიაურმა რუს ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები