ახალი ამბები
ქართველი პარლამენტარი რუს დეპუტატთან ერთად ,,ნაჭარმაგევში" (PHOTO)
პარლამენტარი თამაზ მეჭიაური რუსეთის დუმის დეპუტატთან იგორ მოროზოვთან ერთად რესტორან ,,ნაჭარმაგევში" იმყოფებოდა.

სუფრას გორელი ცნობილი ფალავნებიც ესწრებოდნენ, ხოლო დელეგაციას მომღერალი ჯემალ სეფიაშვილიც ახლდა.

ფოტოები შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს რესტორანში მყოფებმა მიაწოდეს.

მისი თქმით, ჯემალ სეფიაშვილმა დარბაზში მყოფებს ჰკითხა: ,,აბა, ვის გჯერათ, რომ რუსეთის გარეშე ვიარსებებთ?"

,,ეს ცნობილი სახე სცენაზე ავიდა, ჯიბიდან დისკი ამოიღო და მუსიკოსებს მიაწოდა, სანამ იმღერებდა საჭიროდ ჩათვალა სიტყვით მოეამართა ჩვენთვის და გვითხრა, დარწმუნებული ვარ გორელები თამაზ მეჭიაურს აძლევთ ხმასო, გვერდით მაგიდასთან სწორედ ბ-ნი თამაზი ზის და გვერდს რუსეთის დუმის დეპუტატი უმშვენებსო, რომელთანაც დიდი პოლიტიკური გეგმები გვაქვსო, აბა ვის გჯერათ რომ რუსეთის გარეშე ვერ ვიარსებებთო?! ხალხი გაისუსა, მე კი „ურა“-სავით შევყვირე „არავიიიის“-თქო," - ყვება თვითმხილველი.





Print

სტატიის გამოყენების პირობები