ახალი ამბები
მეტეხის დევნილთა დასახლებაში მოსაცდელს აშენებენ
მეტეხის დევნილთა დასახლებაში სამგზავრო ტრანსპორტის მოსაცდელი შენდება.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ცნობით, სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

დევნილთა დასახლება 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაჩნდა და იქ, ძირითადად, დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრიორიტეტი მოსახლეობამ თავად შეარჩია.

სამუშაოს შპს „მშენებელი 2013“ ასრულებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები