ახალი ამბები
დასაქმების პროგრამის „LIFE GEORGIA“ ფარგლებში გორში 27 ადამიანი დასაქმდა
პროექტ „LIFE GEORGIA“ ფარგლებში და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გორში 27 ბენეფიციარი დასაქმდა.

„LIFE GEORGIA“ -ს დასაქმების საპილიტე პროგრამა განხორციელდა ACF-ის („მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ“) და ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების RDFG, EFD და „ათინათი“ მიერ.

ინფორმაცია მედიას ასოციაცია „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა მიაწოდა.

„პროგრამის 40 ბენეფიციარიდან დასაქმდა 27 ადამიანი. ეს ცოცხალი პროცესიაა, რაც იმას გულისხმობს, რომ დარჩენილი 13 სამსახურის მაძიებელი ეტაპობრივად დასაქმდება. ისინი ამ ეტაპზე სასწავლო პროცესს დაუბრუნდნენ. პროგრამა ორ ფაზად განხორციელდა. საქართველო არის პირველი ქვეყანა, სადაც ესპანური მეთოდოლოგიის (Employment Shuttle) დასაქმების პროგრამის პილოტირება მოხდა“, - აღნიშნავს ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი ვანო გრიგოლაშვილი.

დასაქმების პროგრამა საქართველოში იძულებით გადადგილებულ და ადგილობრივ უმუშევარ მოსახლეობას სიღარიბის დაძლევაში, დასაქმებისთვის საჭირო უნარჩვევების განვითარებაში და სამსახურის ძიებაში ეხმარება.


ორგანიზატორების განცხადებით, საწყისი ეტაპი საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ზუგდიდსა და გორში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

მათივე ინფორმაციით, მომავალში დონორი ორგანიზაციების დაინტერესების შემთხვევაში დასაქმების პროგრამა კვლავ გაგრძელდება.


შიდა ქართლის რეგიონში აღნიშნული პროგრამა ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) დანერგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები