ახალი ამბები
ცხინვალის 11 ქუჩის რეაბილიტაციისთვის 260 მლნ რუბლი იხარჯება
ქალაქ ცხინვალის ქუჩების, წყალგაყვანილობისა და გაზის სისტემების მოწესრიგების მიზნით, რუსეთის ფედერაციამ, მიმდინარე წელს 260 მლნ რუბლი (დაახლოებით 10 მლნ ლარი) გამოყო.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის კონტროლირებული მედია-საშუალებები რეაბილიტირებული და შეკეთების პროცესში მყოფი ქუჩების ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, ჯამში რეაბილიტაცია 11 ქუჩას უტარდება, მათგან სამი უკვე დამთავრებულია, ოთხი - შემოდგომის დასაწყისში იქნება მზად, ხოლო დანარჩენი ქუჩების მოწესრიგება ზამთრის ბოლომდე დასრულდება.



















Print

სტატიის გამოყენების პირობები