ახალი ამბები
ველებთან უკანონოდ მოპოვებული რცხილას საშეშე მერქანი ამოიღეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ველებთან  რცხილას საშეშე მერქნით დატვირთული ავტომანქანა იპოვეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეშით დატვირთული ავტომანქანა გაჩერებული იყო.

ავტომანქანის მფლობელის პოვნის შემდეგ გაარკვიეს, რომ მძღოლს მერქანი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მუხლით გაფორმდა და, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, მასალები სასამართლოს გადაეცა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები