ახალი ამბები
,,წიგნების ბუდეს" ახალგაზრდები სოფლებშიც დადგამენ
,,დაუთმე დრო წიგნებს" - ამ სახელწოდების აქცია ორი დღეა გორში იმართება.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დღეს წიგნების ,,ბუდეს" ახალი ლიტერატურა შემატეს.

ნანა ქარსაძის თქმით, აქციის მიზანს წიგნის პოპულარიზაცია წარმოადგენს, რომელიც დაინტერესებულ პირს საინტერესო და, ზოგჯერ, ახალი წიგნის წაკითხვის შესაძლებლობას აძლევს.

რაც მთავარია, წიგნის სიყვარულს მოქალაქეები ერთმანეთს უზიარებენ.

,,ვისაც სურს წიგნის წაკითხვა, შეუძლია აიღოს, წაიკითხოს და შემდეგ დააბრუნოს. ხოლო ვისაც სურს, რომ მისი საყვარელი წიგნი სხვამაც წაიკითხოს, საშუალება აქვს მოიტანოს და სხვებს გაუზიაროს" - გვითხრა ნანა ქარსაძემ.

როგორც ახალგაზრდები ამბობენ, აქციამ გაამართლა და უახლოეს ხანებში ასეთ ყუთებს სოფლებშიც დადგამენ.

წიგნის ყუთი, რომელსაც ჩიტის ბუდეს ფორმა აქვს, გორის ქუჩებში გუშინ დადგეს. 


Print

სტატიის გამოყენების პირობები