ახალი ამბები
ლამისყანაში ფრინველზე ნაადრევი ნადირობის ფაქტი გამოავლინეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ადგილობრივი მონადირე ფრინველებზე ნაადრევად ნადირობდა.

ამის გამო მოქალაქე გარემოს დაცვის თანამშრომლებმა დააჯარიმეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, უკანონო ნადირობის ფაქტი შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.

,,სანადირო თოფი დაილუქა, ხოლო მოქალაქე გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისთვის დადგენილ აკრძალულ დროს ნადირობდა." - აცხადებენ პრეს-სამსახურიში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები