ახალი ამბები
გამყოფი ხაზის სოფელში ,,აბრევულას" არხი იწმინდება
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფელ საკორინთლოში სარწყავ არხს წმენდენ.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრეს-სამსახურის ცნობით, რკინაბეტონის არხი აგვისტოს ბოლომდე გასუფთავდება.

ე. წ. "აბრევულა"-ს სარწყავ არხში შპს "კასპის საგზაოს" თანამშრომლები მუშაობენ.

სამუშაო ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 5 930 ლარი დაიხარჯება.

სოფელი საკორინთლო ქვემო ჭალის ტერიტორიულ ერთეულში მდებარეობს.

,,აბრევულა" კი ოსურ სოფელ აბრევთანაა დაკავშირებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები