ახალი ამბები
დანგრეული აივანი და ძროხების სადგომი ივანე ჯავახიშვილის მუზეუმში
ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის ეზო საქონლის საძოვრად იქცა.

სასახლის აივანი კი, დანგრეულია.

ფოტო და ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა დღეს გადაიღო.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში მდებარე მუზეუმი სავალალო მდგომარეობაშია. ერთადერთი რასაც ადგილობრივები დადებითაც აფასებენ. მისასვლელი გზის მოწესრიგებაა.

მთვარ მაგისტრალზე ახალი ასფალტის საფარია დაგებული, ხოლო სოფლის ცენტრალური გზიდან მუზეუმამდე მისასვლელი მონაკვეთი კი ახლა რემონტდება.

სახლ-მუზეუმს დიდი ეზო აქვს.  ღობის დიდი ნაწილი მოშლილია. ამის გამო, სოფლის მცხოვრებთა საქონელი მუზეუმის ეზოში ძოვს.

ადგილობრივი მცხოვრების გივი ჯანანაშვილის განცხადებით, კომუნისტების პერიოდის შემდეგ, მუზეუმს კაპიტალური რემონტი არ ჩატარებია. მისი თქმით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი მუზეუმის რეაბილიტაციისთვის უნდა დახარჯულიყო. მოსახლეობაც კი შეკრიბეს ეზოში და ინფორმაცია გააცნეს.

,,მას შემდეგ ორი წელი გავიდა. მუზეუმი შარშან შემოდგომაზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ თქვენც ხედავთ, რა მდგომარეობაშია" - გვითხრა გივი ჯანანაშვილმა.

ორი თვის წინ მუზეუმს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ესტუმრა. ის ადგილობრივებს დაპირდა, რომ შესაბამისი თანხა დიდი ქართველი მეცნიერის და ,,ქართველი ერის ისტორიის" ავტორის სახლ-მუზეუმისთვის გამოიყოფა. 








Print

სტატიის გამოყენების პირობები