ახალი ამბები
ვალერი გელაშვილი ლიტვიდან ჩამოიყვანეს
პარტია „ქართული ოცნება“ ხაშურის მაჟორიტარად ვალერი გელაშვილს წარადგენს.

რეგიონული ყრილობა დღეს 13:00 საათზე გორში გაიმართება.

ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს თვით ვალერი გელაშვილმა დაუდასტურა.

ხაშურის მოქმედი მაჟორიტარი ვალერი გელაშვილი ლიტვაში ქალიშვილის ქორწილში იმყოფებოდა და საქართველოში დღეს გამთენიისას დაბრუნდა.

„წუხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა უნდა წარადგინონ და მეც დილით დავბრუნდი ქვეყანაში“ - გვითხრა ვალერი გელაშვილმა.

ვალერი გელაშვილი სამი მოწვევის პარლამენტის წევრია, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მისი კანდიდატურა 2012 წელს წარადგინა და ხაშურის ინტერესებს გელაშვილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე მეოთხე წელია იცავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები