ახალი ამბები
გორის ეკლესიასთან მისასვლელი გზები გადაკეტილია
დღეს 17 საათზე პარტია ,,ქართული ოცნება" შიდა ქართლში პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რეგიონული ყრილობა გორის საკათედრო ტაძრისა და პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა მისასვლელი გზები გადაკეტეს.

შეწყვეტილია მოძრაობა წერეთლის გამზირზეც.

ყრილობისთვის ადგილმდებარეობა დღეს შეიცვალა. თავდაპირველად, კანდიდატების წარდგენა გორის თეატრის ეზოში იგეგმებოდა.






Print

სტატიის გამოყენების პირობები