ახალი ამბები
თოთლაძე, გელაშვილი, მაკრახიძე, ხუბულური, მეზურნიშვილი - შიდა ქართლი
პარტია ,,ქართული ოცნება" დღეს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატებს გორში წარადგენს.

კანდიდატების ვინაობა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა.

ქალაქ გორის მაჟორიტარი კანდიდატი სოსო მაკრახიძე, ხოლო რაიონის - თენგიზ ხუბულური (მოქმედი პარლამენტარი) იქნება.

ქარელის მაჟორიტარად გიორგი თოთლაძე, კასპის - ირაკლი მეზურნიშვილი, ხოლო ხაშურის კანდიდატად - ვალერი გელაშვილი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღემდე კანდიდატების შესახებ ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო.

წუხელ ვალერი გელაშვილს ლიტვაში დაურეკეს და გადაწყვეტილების შესახებ აცნობეს. გელაშვილი საქართველოში დღეს დილით დაბრუნდა.

გიორგი თოთლაძემ დღეს პარტიის მთავარ ოფისში დაიბარეს და შტაბი აქტივისტებს ჩააბარა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები